"ევროკავშირი საქართველოში წარმატებული ძალისხმევისა და რეფორმების მტკიცე პარტნიორად რჩება"

ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანის განცხადებით, ევროკავშირი და საქართველო ძალიან მჭიდრო პარტნიორები და მეგობრები არიან.

"ევროკავშირი საქართველოში წარმატებული ძალისხმევისა და რეფორმების პარტნიორად და მხარდამჭერად რჩება. ჩვენ შევთანხმდით, რომ ეს ძალისხმევა უნდა გაგრძელდეს განსაკუთრებით სამართლის უზენაესობის, სასამართლო სისტემის მიმართულებით. არსებული პროცესი, რომელიც უზენაეს სასამართლოში მიმდინარეობს, ყურადღების ცენტრშია არამარტო ბრიუსელში, არამედ ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებიდან. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა აქცენტი გაკეთდეს თანაბარ უფლებებზე. განსაკუთრებით ხაზი გავუსვით, რომ ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც გასცა ეუთო-მ, განსაკუთრებით 2020 წლის არჩევნებისთვის, ეს იქნება გარანტი იმისა, რომ არჩევნები იყოს გამჭვირვალე, უზრუნველყოფილი იყოს პლურალისტური და თანაბარი მედიაგარემო. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს თავისუფალ და დემოკრატიულ განვითარებას. ჩვენთვის საქართველო არის მოწინავე ქვეყანა განვითარების კუთხით, განსაკუთრებით სამართლიანობის უზენაესობის კუთხით, განსაკუთრებით აღმოსავლეთ პარტნიორობაში. გვინდა, რომ ეს სტატუსი შენარჩუნდეს მომავალშიც“, – განაცხადა იოჰანეს ჰანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან გამართული ბრიფინგის დროს.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რა საფრთხეს ელის საქართველო სირიიდან – სუს–ის უფროსის ანალიზი