"უზენაესში მოსამართლეების დანიშნვის პროცესი ევროპის დედაქალაქების ყურადღების ცენტრშია"

ევროკომისარი ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში  იოჰანეს ჰანი აცხადებს, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნის პროცესს არა მხოლოდ ბრიუსელიდან, არამედ ევროკავშირის ქვეყნების დედაქალაქებიდანაც აკვირდებიან. 

ამის შესახებ ჰანმა ეს პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.

"ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოში მიმდინარე რეფორმებს და ჩვენ შევთანხმდით, რომ ეს წინსვლა გაგრძელდება, განსაკუთრებით კანონის უზენაესობის, სასამართლო სისტემის კუთხით.  პროცესი, რომელიც მიმდინარეობს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნაზე, არა მარტო ბრიუსელიდან, არამედ ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებიდან არის ყურადღების ცენტრში. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ აქცენტი გაკეთდეს თანაბარ უფლებებზე", - განაცხადა ჰანმა. 

მისივე თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გამჭვირვალედ უნდა ჩატარდეს და უზრუნველყოფილი იყოს პლურალისტული და თანაბარი მედიაგარემო. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რა საფრთხეს ელის საქართველო სირიიდან – სუს–ის უფროსის ანალიზი