ქვეყნები, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოდის

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2019 წლის აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 146.4 მლნ აშშ დოლარი (428.5 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 7.8%-ით (10.7 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2018 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.0% მოდის იმ ქვეყნებზე, საიდანაც თვის განმავლობაში 1 მილიონ დოლარზე მეტი გადმოირიცხა, ასეთი ქვეყნების რიცხვი 18-ია. 

ფულადი გზავნილების მიხედვით, ქვეყნების რეიტინგი ასეთია:

  • რუსეთის ფედერაცია - $35.46 მილიონი დოლარი;
  • იტალია - $20.57 მილიონი დოლარი;
  • აშშ - $15.12 მილიონი დოლარი;
  • საბერძნეთი - $14.73 მილიონი დოლარი;
  • ისრაელი - $14.02 მილიონი დოლარი;
  • თურქეთი - $7.92 მილიონი დოლარი;
  • ესპანეთი - $4.23 მილიონი დოლარი;
  • გერმანია - $4.22 მილიონი დოლარი;
  • უკრაინა - $3.83 მილიონი დოლარი;
  • პოლონეთი - $3.13 მილიონი დოლარი;
  • საფრანგეთი - $2.56 მილიონი დოლარი;
  • ყაზახეთი - $2.56 მილიონი დოლარი;
  • ყირგიზეთი - $2.44 მილიონი დოლარი;
  • აზერბაიჯანი - $1.88 მილიონი დოლარი;
  • გაერთიანებული სამეფო - $1.3 მილიონი დოლარი;
  • კანადა - $1.29 მილიონი დოლარი;
  • კვიპროსი - $1.22 მილიონი დოლარი;
  • სომხეთი - $1.22 მილიონი დოლარი. 

2019 წლის აგვისტოში საქართველოდან საზღვარგარეთ 19.0 მლნ აშშ დოლარი (55.7 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2018 წლის აგვისტოს (18.9 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 0.5%-ით მეტია.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ლარის ახალი კურსი ცნობილია