ირანმა სპარსეთის ყურეში არაბული ტანკერი დააკავა

ირანის ხელისუფლებამ სპარსეთის ყურეში საწვავით დატვირთული ტანკერი დააკავა, რომელიც არაბეთის გაერთიანებული საემიროებისთვის იყო განკუთვნილი. თეირანის განცხადებით, ტანკერის ეკიპაჟი კონტრაბანდაშია ეჭვმიტალინი, – იუწყება ირანული სააგენტო ISNA.  

ვის ეკუთვნის ტანკერი და რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან მის ეკიპაჟის შემადგენლობაში სააგენტო არ აზუსტებს.

ხომალდის დაკავება იმ კრიზისის ფონზე მოხდა, რომელიც საუდის არაბეთის ნავთობმომპოვებელ და გადამამუშავებელ ინფრასტრუქტურაზე შეტევას უკავშირდება. 14 სექტემბერს უპილოტო საფრენმა აპარატებმა 2 ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა იემენელმა ჰუსიტმა ამბოხებულებმა აიღეს, რომლებიც ირანთან არიან აფილირებულები. აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტმა თავდასხმაში თეირანი დაადანაშაულა. თავის მხრივ, ეს უკანასკნელი ბრალდებებს უარყოფს.

საუდის არაბეთმა, რომელიც მსოფლიოში ნავთობის უმსხვილეს ექსპორტიორად ითვლება სადღეღამისო მოპოვება ორჯერ შეამცირა. ნედლეულის ფასი მკვეთრად გაიზარდა. Brent–ის მარკის ნავთობის ღირებულებამ 14%–ით ბარელში 70 დოლარამდე  მოიმატა. აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბრძანება გასცა, აუცილებლობის შემთვევაში ვითარების დასტაბილურებისთვის ქვეყნის სანავთობო რეზერვები გამოიყენონ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ფილმი „შინდისი“ ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან პრის მფლობელია