EUMM ე.წ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვას გადაადგილების თავისუფლებისთვის საზიანო შეზღუდვად აფასებს

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ე.წ. გამშვები პუნქტების დაკეტვას "გადაადგილების თავისუფლებისთვის  საზიანო შეზღუდვად" აფასებს.

„სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვარო ხაზზე არსებული 2 გადამკვეთი პუნქტი – ოძისი და სინაგური რჩება დაკეტილი 2019 წლის 4 სექტემბრის 20:00-ის შემდგომ. რაიმე კონკრეტული მინიშნება მათი გახსნის დროის შესახებ არ გაკეთებულა, თუმცა სამხრეთ ოსეთის ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები მათ დაკეტვას ჩორჩანა-წნელისის რაიონში მიმდინარე მოვლენებს უკავშირებენ. მისია ამ ზომებს აფასებს, როგორც გადაადგილების თავისუფლებისთვის  საზიანო შეზღუდვას, რომელსაც უარყოფითი გავლენა აქვს ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს გადამკვეთებზე, განსაკუთრებით კი ახალგორის რაიონში მცხოვრებ ან რეგულარულად მიმომსვლელ მაცხოვრებლებზე.    დაკეტილ გადამკვეთ პუნქტებზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გადაადგილების თავისუფლებაზე ჩატარებული დაკვირვების შედეგად ყოველდღიურად ორივე მიმართულებით 400 გადასვლა ხდებოდა“, – ნათქვამია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ლარის ახალი კურსი ცნობილია