რუსეთის პატრიარქმა რაულ ხაჯიმბას "პრეზიდენტობა" მიულოცა

რუსეთის პატრიარქმა კირილმა რაულ ხაჯიმბას "აფხაზეთის პრეზიდენტად" ხელახლა არჩევა მიულოცა. მისალოცი წერილი დე ფაქტო პრეზიდენტის ვებ–გვერდზე გამოქვეყნდა.

რუსეთის პატრიარქი "საპასუხისმგებლოს" უწოდებს „აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტს“ და აღნიშნავს, რომ „აფხაზეთის მოქალაქეები“ ხაჯიმბას უკავშირებენ "ცხოვრების დონის ამაღლების იმედს, სოციალურ და ეკონომიკურ სფეროებში დადებით ცვლილებებს და მდიდარი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას".

„იმედი მაქვს შემდგომი საქმიანობისას, ადრინდელივით დაუთმობთ მნიშვნელოვან ყურადღებას ქრისტიანული ტრადიციების შენარჩუნებახ, თანამედროვეთა სულიერ-ზნეობრივ და პატრიოტულ აღზრდას და საზოგადოებაში კონსოლიდაციის და თანხმობის განმტკიცებას“, - ნათქვამია მისალოც წერილში. 

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა ხელახალი ვადით არჩეულად 8 სექტემბერს ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგად გამოცხადდა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
17 დეკემბრიდან საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს