საქართველოში აშშ–ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი "პატრიოტთა ალიანსის" აქციას ეხმიენება

საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა აშშ-ის საელჩოსთან „პატრიოტთა ალიანსის“ აქციასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა თავი შეიკავა აქციაზე გაკეთებული განცხადებების შეფასებისგან, მაგრამ მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყო მოქალაქეთა სიტყვის გამოხატვის თავისუფლება.

„მე არ გავაკეთებ განცხადებას იმ მესიჯებსა და მოწოდებებზე, რომლებიც კვირას, „პატრიოტთა ალიანსის“ აქციაზე ისმოდა, აშშ-ის საელჩოსთან. თუმცა, მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას იმისათვის, რომ მან უზრუნველყო მოქალაქეების სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, მიუხედავად პოლიტიკური პარტიისა თუ სუბიექტისა“, – განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.

ცნობისთვის: "პატრიოტთა ალიანსმა" 15 სექტემბერს აშშ–ის საელჩოსთან აქცია გამართა.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
დაკარგული პასპორტის შეცვლის პროცედურები იცვლება