კვლევა: რას ფიქრობენ საქართველოში საბჭოთა კავშირის დაშლაზე

NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 41% მიიჩნევს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა ცუდი მოვლენა იყო.

კითხვაზე, თქვენი აზრით, საბჭოთა კავშირის დაშლა საქართველოსთვის ცუდი მოვლენა იყო თუ კარგი, 49% ფიქრობს, რომ „კარგი“. 10 %-მა კითხვაზე პასუხი არ იცის.

ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით, საბჭოთა კავშირის დაშლას უარყოფით მოვლენად 18-დან 34 წლამდე ასაკობრივი ჯგუფის 30 % მიიჩნევს; 54 % ფიქრობს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა კარგი მოვლენა იყო. 55-დან ზემოთ ასაკობრივი კატეგორიის გამოკითხულთა 56 % ფიქრობს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა უარყოფითი მოვლენა იყო, ხოლო 40 % თვლის, რომ დადებითი მოვლენა იყო.

უმცირესობათა დასახლებებში, მოსახლეობის 58 % მიიჩნევს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა ცუდი მოვლენა იყო. დედაქალაქში საბჭოთა კავშირის დაშლას ცუდ მოვლენად 33 % მიიჩნევს, ხოლო დანარჩენ დიდ ქალაქებში - 28 %; პატარა ქალაქებსა და 42 სოფელში კი 47%.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 13-დან 29 ივლისამდე პერიოდში ჩატარდა.

სულ კვლევაში შედის 2132 დასრულებული ინტერვიუ და კვლევის საშუალო ცდომილება არის 1.7%.

კვლევა ჩატარებულია NDI-ს დაკვეთით CRRC -საქართველოს მიერ. NDI ხუთშაბათს კვლევის პოლიტიკური ნაწილის პრეზენტაციას გეგმავს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ილია მეორე: "მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკის ხელისუფლებას"