ქართველმა სამბისტებმა ევროპის ჩემპიონატზე ორი ოქროს მედალი მოიპოვეს

ქართველმა სამბისტებმა ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს. სამბოში ევროპის ჩემპიონის ტიტული თორნიკე ჭოველიძე (62 კგ) და ელენე ქებაძე (+80 კგ ) დაისაკუთრეს. ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს

ვერცხლის მედლები მოიპოვეს ნინო ოძელაშვილმა (80 კგ) და ბექა ბერძენიშვილმა (+100 კგ). ბრინჯაოს დაეუფლა ირაკლი კუპატაძე (57 კგ).

ესპანეთის ქალაქ ხიხონში ევროპის ჩემპიონატი დასრულდა. მთლიანობაში საქართველოს სამბოს ეროვნულმა ნაკრებმა 3 ოქროს, 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ჩემპიონატის პირველ დღეს ოქროსა და ბრინჯაოს მედლების მფლობელები მინდია ლილუაშვილი (68 კგ) და ლევან ბერბერაშვილი (52 კგ) გახდნენ. საერთო გუნდურ ჩათვლაში ჩვენმა გუნდმა მეორე ადგილი დაიკავა.



ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp