ავღანეთის პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლისას აფეთქება მოხდა – არის მსხვერპლი

ავღანეთში პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის დროს აფეთქება მოხდა. როგორც უცხოური მედია წერს, ქვეყნის პირველი პირი აშრაფ ღანი არ დაშავებულა, თუმცა აფეთქების შედეგად 24 ადამიანი დაიღუპა, 31 კი დაშავდა.

აფეთქება ფარვანის პროვინციაში პრეზიდენტის ხალხთან შეხვედრის დროს მოხდა. აშრაფ ღანი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლები ადგილობრივ ამომრჩეველთან შეხვედრას მართავდა და სიტყვით გამოსვლა უნდა დაეწყო, როდესაც აფეთქების ხმა გაისმა.

გავრცელებული ცნობით, ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ახლომდებარე ავტომობილში იყო დამონტაჟებული.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ფილმი „შინდისი“ ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან პრის მფლობელია