მდინარაძემ ბოკერიას "ტუტუცი" და "ნაგავი" უწოდა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ერთმანეთს "ევროპული საქართველოს" წევრი გიგა ბოკერია და ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე დაუპირისპირდნენ. დაპირისპირების საფუძველი დეპუტატ შოთა ხაბარელის მიერ გიგა ბოკერიასთვის დასული კითხვა გახდა. კერძოდ, ხაბარელმა იკითხა, "არის თუ არა სპორტის სფეროში არსებული მიღწევები მთავრობის დამსახურება".ბოკერიამ კი უპასუხა, რომ ეს არა მთავრობის, არამედ  თავად სპორტსმენების დამსახურებაა. მამუკა მდიმარაძემ კი ბოკერიას მიუთითა, რომ კითხვაზე მოკლედ  – კი ან არა, ეპასუხა. ამის შემდეგ დისკუსია შეურაცხყოფაში გადაიზარდა: მდინარაძემ დეპუტატს „ტუტუცი“ და "ნაგავი“ უწოდა, ბოკერიამ კი უპასუხა: "ნუ უზრდელობ. თითის ქნევასაც მიიღებ და მშობლების ცუდად მოხსენიებასაც".

"აყვა ბიჭი და დამიწყო აქ ძველბიჭობა. ადრე გეძველბიჭა,"- იყო მდინარაძის პასუხი. 

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ გიგა ბოკერიას დამშვიდებისკენ და ეთიკის ნორმების დაცვისკენ მოუწოდა. ინციდენტის შემდეგ ორივე დეპუტატმა პლენარულ სხდომათა დარბაზი დატოვა.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ფილმი „შინდისი“ ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან პრის მფლობელია