ეროვნული ბანკის პრეზიდენტი – საბანკო რეგულაციებზე: "მიზანი მიღწეულია"

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, სებ-ი მუშაობს, რომ საბანკო რეგულაციები მაქსიმალურად მარტივად გასაგები იყოს და ბიუროკრატიული პროცედურები გამარტივდეს, თუმცა პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპების შეცვლა არ იგეგმება.

"ჩვენ ყოველთვის ვუშვებთ შესაძლებლობას, რომ მოხდეს გადახედვა, ეს თავიდანვე განვაცხადეთ. პრინციპები პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ყოველთვის იქნება, მაგრამ ვმუშაობთ, რომ რეგულაცია უფრო გამარტივებული, მარტივად გასაგები იყოს და თუ რამე ბიუროკრატიული ტვირთია, მოვაშოროთ,"- განუცხადა ჟურნალისტებს გვენეტაძემ. 

მისივე თქმით, რეგულაციების ამოქმედებიდან 9 თვეა გასული და ძირითადი მიზნები მიღწეულია. კერძოდ, მიზანი, რომ შემოსავლების შემოწმების გარეშე სესხის გაცემა არ უნდა მომხდარიყო, მიღწეულია და ამავე დროს საკრედიტო პორტფელის ზრდის დადებითი ტრენდიც შენარჩუნებულია.

"სასესხო პორტფელის ზრდა, გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 14%-ია , რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია და შესაბამისობაშია ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის პერსპექტივებთან. ამასთან ვხედავთ, რომ არის სასესხო პორტფელის გაჯანსაღება. სესხები უფრო კარგი მაჩვენებლებით და სტანდარტებით გაიცემა,"-აცხადებს გვენეტაძე.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ქურთებმა სირიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ციხე „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებისგან დაცალეს