19–20 სექტემბრის ამინდის პროგნოზი

სინოპტიკოსები უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოში არამდგრად ამინდებს პროგნოზირებენ. კერძოდ, 19 სექტემბერს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში დღის განმავლობაში შეიძლება, მცირედით იწვიმოს. ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება. აღმოსავლეთ საქართველოში კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დღის მაქსიმალური ტემპერატურა +27-32 გრადუსის ფარგლებში უნდა იყოს. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში უნალექო ამინდს უნდა ველოდოთ, ტემპერატურა +31 გრადუსი იქნება.

20 სექტემბერს, დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში წვიმაა ელჭექით. ტემპერატურა +21-26 გრადუსამდე დაიკლებს. ასევე, ხანმოკლე წვიმაა ელჭექით მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში. ტემპერატურა +24-29 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება. 

რაც შეხება დედაქალაქს,  20 სექტემბერს დღის მეორე ნახევარში შესაძლოა, იწვიმოს, ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბაკურციხე-წნორის გზის მშენებლობას ADB დააფინანსებს