ტაჯიკეთ–ყირგიზეთის საზღვარზე სროლის შედეგად მესაზღვრე დაიღუპა და ბავშვი დაიჭრა

ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის საზღვარზე მომხდარი სროლის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა. ყირგიზეთის სასაზღვრო სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია უწყების ერთი თანამშრომლის დაღუპვის თაობაზე, „გამოცემა „აზია+“ კი სამი ტაჯიკი სამხედროს დაღუპვის შესახებ იუწყება. სროლის შედეგად საზღვრისპირა რაიონების 12 მაცხოვრებელი, მათ შორის ბავშვია დაჭრილი. 

ბიშკეკმა კონფლიქტის დაწყებაში ტაჯიკური მხარე დაადანაშაულა.სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, 16 სექტემბერს ტაჯიკური მხრიდან ყირგიზეთის ორი საგუშაგოს მიმართულებით ცეცხლი გაიხსნა. ინციდენტის მიზეზად ორ ქვეყანას შორის საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთზე მშენებლობის დაწყება სახელდება.

17 სექტემბრის დილისთვის საზღვარზე ვითარება დასტაბილურდა. ყირგიზეთის პრეზიდენტმა სოორონბაი  ჟეენბეკოვმა საზღვარზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საგანგებო სხდომა ჩაატარა და განაცხადა, რომ აუცილებელია კონფლიქტის დეესკალაცია.

ცნობისთვის: ყირგიზეთ–ტაჯიკეთის სახელმწიფო საზღვრის საერთო სიგრძე 960 კმ–ს შეადგენს, მათგან ამ დროისთვის მხოლოდ 519–ა შეთანხმებული. სადავო მონაკვეთებზე სისტემატიურად ხდება კონფლიქტები წყლის, საძოვრებისა და სხვა მიწების გამო.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რა საფრთხეს ელის საქართველო სირიიდან – სუს–ის უფროსის ანალიზი