ვოლკერი – ხაზარაძე–ჯაფარიძის საქმეზე: „მნიშვნელოვანია, ეს საკითხი კანონის უზენაესობის დაცვით მოგვარდეს“

მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი კურტ ვოლკერი „თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეს ეხმიანება და ცხადებს, რომ „მნიშვნელოვანია, ეს საკითხი კანონის უზენაესობის დაცვით მოგვარდეს“. 

როგორც ვოლკერმა „აქცენტთან“ საუბრისას განაცხადა, იქიდან გამომდინარე, რომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ცნობილი პირები არიან, ამასთანავე, ისინი აქტიურად იყვნენ ჩართულები ანაკლიის პროექტში და ამის გამო კიდევ უფრო მეტად არიან ყურადღების ცენტრში, 

საერთაშორისო ინვესტორებს სურთ, დარწმუნდნენ, რომ მათი პარტნიორები სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის რისკის ქვეშ არ იმყოფებიან. 

“ვფიქრობ, ამ საქმეს გავლენა აქვს იმ კუთხით, რომ ინვესტორები გარკვეულ სიფრთხილეს იჩენენ, როცა მათი პარტნიორები სამართლებრივი საფრთხის წინაშე იმყოფებიან საკუთარ ქვეყანაში. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვით მოგვარდეს საკითხები. ვფიქრობ, არ არის კარგი ქვეყნისთვის, ვინმე ამოიღონ სამიზნეში სისხლის სამართლებრივი დევნისთვის, ან შესამჩნევი იყოს, რომ პროექტის განხორციელება რაიმე კუთხით  ფერხდება. ჩვენ ეს ორი საკითხი ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ. ჩვენ უნდა გვსურდეს პროექტის დასრულება ქვეყნისთვის სასიკეთოდ და მეორეს მხრივ, კანონის უზენაესობა უნდა იყოს მთავარი, რათა უზრუნველყოფილი იყოს სამართლიანობა და მიუკერძოებლობა ქვეყანაში“, – განაცხადა ვოლკერმა. 

ამასთან, მან ანაკლიის ღმაწყლოვანი პორტის სტრატეგიულ მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება. 

„პირველ რიგში, ვფიქრობ, საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, განაგრძოს პროექტის განხორციელება და ამისთვის სწორი გზები იყოს შერჩეული. ისმის სხვადასხვა განმარტებები იმასთან დაკავშირებით, რატომ არ მოიძებნა ეს გზები ამ დრომდე. საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იქნება, მიიღოს მეგაკონტეინერიანი გემები. ეს ქვეყანას გლობალურ ეკონომიკასთან დააკაშვირებდა. ასე, რომ, ვფიქრობ, პორტს უზარმაზარი პოტენციური სარგებლის მოტანა შეუძლია საქართველოს ეკონომიკისა და ზოგადად ქვეყნის განვითარებისთვის. რაც შეეხება უსაფრთხოების ზომებს, ასეთი ტიპის პორტები შეიძლება, იყოს საფრთხის ქვეშ, აქედან გამომდინარე, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, ინვესტირება მოახდინოს პორტის გარშემო უსაფრთხოების ზომების უზრუნელსაყოფად. იმედი მაქვს, რომ პროექტის განვითარებასთან ერთად, ეს საკითხიც იქნება გათვალისწინებული“, – განაცხადა ვოლკერმა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია განხორციელდა