“თაშრე”, "წისქვილი", “კრუიზი” და სხვა კვების ობიექტი, რომლებშიც სურსათის სააგენტომ დარღვევები აღმოაჩინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა აღმაშენებლის და ბელიაშვილის ქუჩაზე კვების 57 ფილიალი შეამოწმეს, საიდანაც 13-ში კრიტიკული შეუსაბამოები აღმოჩნდა. 

როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, 46 ობიექტში ნაკლები სიმძიმის დარღვევა დაფიქსირდა, ხოლო დარღვევების გარეშე მხოლოდ 7 ობიექტი მუშაობდა. 13 ობიექტს, საჯარიმო სანქციის გარდა, შეუჩერდა საწარმოო პროცესი სააგენტოს წარმომადგენლების მიერ გაცემული მითითებების გამოსწორებამდე.

ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და ეტიკეტირების წესის დარღვევა, ვადაგასული სურსათის რეალიზაციის ფაქტები, საქმიანობა ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის გარეშე, რის გამოც სურსათის სააგენტომ ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ. 

დაჯარიმებულ ობიექტებს შორის, არიან რესტორანი “თაშრე” (საქმიანობა ეტიკეტირების გარეშე), შპს "წისქვილი ჯგუფი" (ეტიკეტის წესის დარღვევა) და “კრუიზ ჯორჯია” (ვადაგასული სურსათი). შემოწმებული ობიექტების სრული სია შემდეგნაირად გამოიყურება: 





ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ილია მეორე: "მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკის ხელისუფლებას"