მოსკოვმა სოხუმს 1 მლრდ რუბლი გამოუყო

მოსკოვმა წელს სოხუმს საბიუჯეტო სფეროში დასაქმებულთა ხელფასებისა და პენსიებისთვის – 1 მლრდ, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის საბანკო სისტემის განვითარებისთვის 500 მლნ რუბლი გამოუყო. ამის შესახებ დღეს „აფხაზეთის რესპუბლიკაში რუსეთის ელჩმა“ ალექსეი დვინიანინმა განაცხადა.

„ჩვენ წარმატებით ვახორციელებთ აფხაზეთის სოციალურ–ეკონომიკური მხარდაჭერის საინვესტიციო პროგრამას.  მიმდინარე წლისთვის მასში დაახლოებით 1,7 მლრდ რუბლია ჩადებული. დამატებით 1 მლრდ გამოიყო ხელფასებისა და პენსიებისთვის და 500 მლნ აფხაზეთის საბანკო სისტემის განვითარებისთვის. იზრდება რესპუბლიკის ბიუჯეტში საკუთარი შემოსულობებიც“, – აღნიშნა დვინიანინმა.

ცნობისთვის: „აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის საინვესტიციო პროგრამის“ მოცულობა 2017–2019 წლებისათვის დაახლოებით 6 მლრდ რუბლს შეადგენს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
4–საათიანი შეხვედრის შედეგი – "ოცნება" თანახმაა, განიხილოს მრავალმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებზე გადასვლის შესაძლებლობა