სტიქიამ გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში პრობლემები შექმნა

ძლიერმა ქარმა და წვიმამ გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში პრობლემები შექმნა.

სოფელ ველისციხეში ქარმა ათამდე საცხოვრებელ სახლს სახურავი მოხადა. დაისეტყვა სოფელ ვაზისუბნის მოსახლეობის ვენახების ნაწილი.

ძლიერი ქარის შედეგად მოტეხილი ხე ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოში საბავშვო ბაღის ღობეს დაეცა და დააზიანა. ხე დაეცა ასევე ყვარელში გაჩერებულ „კამაზის“ მარკის ავტომანქანას. 

გურჯაანის და ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურები ქარისა და სეტყვისაგან მიყენებულ ზარალს ადგენენ.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
დაკარგული პასპორტის შეცვლის პროცედურები იცვლება