აზიის განვითარების ბანკი: "ანკლიის პორტის პროექტი ჩვენთვის ფლაგმანურია"

აზიის განვითარების ბანკმა სტრატეგიული პარტნიორობის განახლებული დოკუმენტი გამოაქვეყნა. დოკუმენტში საუბარია საქართველოში მიმდინარე რამდენიმე პროექტზე, რომელშიც ორგანიზაცია მონაწილეობს. 

დოკუმენტში ნათქვამია, რომ აზიის განვითარების ბანკი ანაკლიის პორტისა და მიმდებარე სპეციალური ეკონომიკური ზონის პროექტს როგორც საქართველოსთვის, ასევე ბანკისთვის ფლაგმანურ პროექტად მიიჩნევენ. 

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება რეგიონის სატრანსპორტო პოტენციალს მნიშვნელოვნად გაზრდის და შეცვლის ძალთა კონფიგურაციას. მოლაპარაკებათა პროცესის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, აზიის განვითარების ბანკი ანაკლიის პორტის პროექტში 100 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს

ცნობისთვის, ანაკლიის კონსორციუმს ინვესტორებთან წინასწარი შეთანხმების წარდგენის ბოლო 15 ოქტომბერს ეწურება. წინა თვეში ცნობილი, გახდა, რომ ანაკლიის კონსორციუმის შემადგენლობიდან ამერიკული კონტი ჯგუფი გავიდა. 

მამუკა ხაზარაძის ინფორმაციით, კონსორციუმმა ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს უკვე წარუდგინა კონტი ჯგუფის პოტენციური შემცვლელი Meridian Capital Limited-ი, თუმცა, მაია ცქიტიშვილმა კომპანიის წარმომადგენლებს ინვესტიციაზე უარი უთხრა. თავის მხრივ, ამ ინფორმაციის არ ადასტურებენ სამინისტროში. სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, მთავრობას გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია და აღნიშნულისთვის 28 დღიანი ვადა აქვთ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ლარის ახალი კურსი ცნობილია