მთავრობამ პარლამენტს სემეკის თავმჯდომარედ დავით ნარმანიას კანდიდატურა ოფიციალურად წარუდგინა

საქართველოს მთავრობამ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურა პარლამენტს უკვე წარუდგინა. ეს სემეკ-ის მოქმედი წევრი დავით ნარმანიაა.

ნარმანიას კანდიდატურა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განიხილება, რის შემდეგაც საკითხი საპარლამენტო კომიტეტებს გადაეცემა.

მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სემეკის თავმჯდომარის კანდიდატურას მთავრობა პრეზიდენტთან შეთანხმებით პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს.

ცნობისთვის: საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა მას სემდეგ გახდა ვაკანტური რაც, ყოფილ თავმჯდომარეს,  ირინა მილორავას უფლებამოსილების ვადა ოფიციალურად 16 სექტემბერს შეუჩერდა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ქართველებს წამებაში ადანაშაულებენ