ცხინვალის რეგიონთან მიმოსვლა სრულად წყდება

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება დღეიდან 3 დღით „პერევის“ ე.წ. გამშვებ პუნქტს კეტავს. 

როგორც დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის განცხადებაშია განმარტებული, მიმოსვლის დროებითი შეწყვეტა „რესპუბლიკის დღისადმი მიძღვნის საზეიმო ღონისძიებებს" უკავშირდება. მისივე ინფორმაციით, "პერევზე" მიმოსვლა 18 სექტემბრის 20:00 სთ–დან , 22 სექტემბრის 06:00სთ–მდე იქნება შეწყვეტილი.

ცნობისთვის: სადღეისოდ ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონსა და დანარჩენ საქართველოს შორის სულ სამი ე.წ. გამშვები პუნქტი მოქმედებს. მათგან ორი – „რაზდახანი“ და „სინაგური“ (ოსური სახელწოდებები) დე ფაქტო ხელისუფლებამ გასულ თვეში დე ფაქტო საზღვარზე შექმნილი ვითარების მოტივით, „სიტუაციის ნორმალიზებამდე“ დაკეტა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
გია ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, რომ საპარლამენტო არჩევნებში გოგი ოთხმეზურთან ერთად მიიღოს მონაწილეობა