პრეზიდენტის რეზიდენციასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

სამოქალაქო აქტივისტები პრეზიდენტის რეზიდენციასთან საპროტესტო აქციას მართავენ.

აქტივისტების განცხადებით, ისინი სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალებულ პირთა სიას აპროტესტებენ

ამასთან, აქციის მონაწილეები მოითხოვენ, პრეზიდენტმა პასუხი აგოს საკითხზე, დაიწყოს მოკვლევა, რათა ცნობილი გახდეს, შეიცავს თუ არა დანაშაულის ნიშნებს პრეზიდენტის ქმედება. 

ცნობისთვის: საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 34 პატიმარი 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეიწყალა. შეწყალებულთა შორის არის რამაზ დევაძე, რომელიც სასჯელს პოლიციელის თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იხდიდა. ამასთან, შეწყალებულთა სიაშია დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე. შეწყალებულთა შორის არის ზურაბ ნადირაძეც, რომლის ექსტრადირებასაც ქართული მხარე 23 წლის განმავლობაში ითხოვდა. დაუსწრებლად მისჯილი 15 წლიდან ზურაბ ნადირაძემ გისოსებს მიღმა მხოლოდ ორი წელი გაატარა. 1994 წელს ზურაბ ნადირაძეს გრიბოედოვის ქუჩაზე შელაპარაკება მოუვიდა ახალგაზრდებთან, მან რამდენიმე გასროლა განახორციელა და მოკლა ერთ–ერთი ახალგაზრდა იოსებ ქოიავა, სამი კი დაჭრა.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რა საფრთხეს ელის საქართველო სირიიდან – სუს–ის უფროსის ანალიზი