უკრაინაში დღეს ზელენსკის ინაუგურაციაა დაგეგმილი

უკრაინაში დღეს არჩეულ პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის ინაუგურაციაა დაგეგმილი. ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც დაესწრება.

როგორც წინა დღეებში უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ინაუგურაციაზე „მხოლოდ მეგობარი და პარტნიორი სახელმწიფოების“ დელეგაციები არიან მიწვეულები.

სალომე ზურაბიშვილის გარდა, ზელენსკის ინაუგურაციას კიდევ ოთხი ქვეყნის – ლიეტუვას, ლატვიის, უნგრეთის და ესტონეთის პრეზიდენტები დაესწრებიან.

ამერიკის ხუთკაციან დელეგაციას ენერგეტიკის მინისტრი რიკ პერი უხელმძღვანელებს.

რუსეთის დელეგაცია უკრაინაში ინაუგურაციაზე არ მიუწვევიათ.

ცერემონიაზე მიწვეულია უკრაინის ყველა ყოფილი პრეზიდენტი, ვიქტორ იანუკოვიჩის გარდა.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp