„ლელოს“ პირველი 12 წევრის ვინაობა ცნობილია

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ მოძრაობის პირველი 12 წევრი წარადგინა. 

ესენი არიან: 

  • ლანა გალდავა – იურისტი 
  • ლევან ბოძაშვილი – კონსტიტუციონალისტი
  • თეონა დოლენჯაშვილი – მწერალი 
  • კახა კოჟორიძე – იურისტი
  • მედია მეტრეველი – ფილოლოგი 
  • გია გუგუშვილი – მხატვარი
  • საბა ბუაძე – იურისტი
  • გიგლა მიქაუტაძე – ეკონომისტი 
  • ქეთი ენუქიძე – ფილოლოგი 
  • ელენე მელიქიშვილი –   საერთაშორისო ურთიერთობების მეცნიერებათა დოქტორი
  • გია მორდეხაშვილი – ბიზნესმენი 
  • დავით გელაშვილი  – ეკონომისტი 

ცნობისთვის:  ხაზარაძემ „ლელოს“ პრეზენტაცია 12 სექტემბერს გამართა და როგორც განაცხადა,  სხვადასხვა სფეროში 12-12 ლიდერს შეარჩევს. ხაზარაძის თქმით, ზემოთხსენებული ადამიანები საზოგადოებრივ მოძრაობაში იქნებიან და მათი ნაწილი შეიძლება, ვიხილოთ პარტიაშიც, თუმცა პარტია სხვა სახეებით დაკომპლექტდება და ეს მოძრაობა პარტიად არ გარდაიქმნება. მისივე გაცხადებით,  2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის არც ერთ პოლიტიკური პარტიასთან არ აპირებს თანამშრომლობას.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ფილმი „შინდისი“ ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან პრის მფლობელია