IMF საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს უცვლელად ტოვებს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს უცვლელად – 4.6%–ზე ტოვებს. 

„საქართველოს ეკონომიკის ფუნდამენტი კვლავ მდგრადია. მიუხედავად შედარებით ნაკლებად მხარდამჭერი ეკონომიკური გარემოსი, 2019 წლის პირველ ნახევარში ეკონომიკური აქტივობა დაგეგმილზე პოზიტიური იყო – დაახლოებით ხუთი პროცენტის ფარგლებში. აგვისტოს მონაცემებით, გაზრდილი ინფლაცია (წლიური 4.9 პროცენტი) გამოწვეულია აქციზის გადასახადის ზრდით, სურსათზე გაზრდილი ფასებითა და ლარის გაუფასურებით“, – განაცხადა IMF-ის მისიის ხელმძღვანელმა, მერსედეს ვერა-მარტინმა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
უკრაინის გენშტაბი: "მოსკოვი კიევის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან სამხედრო ოპერაციას გეგმავს"