ანაკლიაში სასტუმროს ასაშენებლად უძრავი ქონება იყიდება

ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ პირობიან ელექტრონულ აუქციონზე ზუგდიდის  მუნიციპალიტეტში,  სოფელ  ანაკლიაში მდებარე 4 946კვ.მ. უძრავი ქონება  გასაყიდად გამოიტანა.

საპრივატიზებო პირობის მიხედვით, აღნიშნულ უძრავ ქონებაზე დაინტერესებულმა მხარემ უნდა უზრუნველყოს 10 000 000 ლარის ინვესტიცია და სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა.

აუქციონის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://www.eauction.ge/Home/EntityView/624689


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
გია ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, რომ საპარლამენტო არჩევნებში გოგი ოთხმეზურთან ერთად მიიღოს მონაწილეობა