მედია: საქართველოს მთავრობაში ცვლილებები ისევ იგეგმება

საქართველოს მთავრობაში ცვლილებები ისევ იგეგმება,- ამის შესახებ „მთავარი არხი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. ამავე წყაროს ცნობით, პრემიერ-მინისტრი სამინისტროების რაოდენობის გაზრდას და ეკონომიკის მინისტრის შეცვლას გეგმავს. კერძოდ, ეკონომიკის მინისტრად სავარაუდოდ, შს სამინისტროში გიორგი გახარიას ყოფილი მოადგილე ნინო ჯავახაძე დაინიშნება, ეკონომიკის ამჟამინდელი მინისტრი ნათია თურნავა კი ენერგეტიკის სამინისტროს ჩაიბარებს, რომლის ცალკე გამოყოფაც იგეგმება. 

მედიაში აქტიურად წერენ, რომ გახარიას ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი იქნება, რომელიც მანამდე შს სამინისტროში გახარიას მოადგილე იყო. სად გადაინაცვლებს მთავრობის ადმინისტრაციის ამჟამინდელი ხელმძღვანელი კახი კახიშვილი, უცნობია. 

ცნობისთვის: მინისტრთა ახალი კაბინეტი ორიოდ კვირის წინ დამტკიცდა. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ილია მეორე: "მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკის ხელისუფლებას"