ხვალ იაპონიიდან დელეგაცია, ანაკლიის პროექტის გასაცნობად და თანამშრომლობის ხელშეკრულების ხელმოსაწერად საქართველოს ეწვევა

19 სექტემბერს იაპონიიდან დელეგაცია, ანაკლიის პროექტის გასაცნობად და თანამშრომლობის ხელშეკრულების ხელმოსაწერად საქართველოს ეწვევა.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ინფორმაციით, დელეგაცია შედგება საერთაშორისო კომპანიისაგან Nippon Koei Co. Ltd, უმსხვილესი საინჟინრო საკონსულტაციო კომპანია, Phnom Penh SEZ კამბოჯაში არსებული იაპონური ინვესტიციით შექმნილი ინდუსტრიული ზონა და ამავე ზონის მფლობელი იაპონური კომპანია Tomonius Co-სგან. ვიზიტის ფარგლებში 19 სექტემბერს დაგეგმილია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის და ეკონომიკური ზონის ტერიტორიების დათვალიერება, ზუგდიდის მერთან და ადგილობრივ მთავრობასთან შეხვედრა. 20-25 სექტემბერს, სამუშაო შეხვედრები გაიმართება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან და ასევე, სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ კომპანიებთან.


შეგახსენებთ, ეკონომიკის, ვაჭრობისა და ინდუსტრიის სამინისტროს (METI) მიერ ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონის (SEZ) ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევის ჩასატარებლად გამოყოფილი გრანტის ფარგლებში, იაპონიის წამყვანი ინჟინრული საკონსულტაციო კომპანია Nippon Koei Co., Ltd. ანაკლიის დეტალურ კვლევას იწყებს. კვლევის მთავარი მიზანია, დადგინდეს ის ძირითადი მიმართულებები, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება იაპონური კომპანიების (საწარმოო და ლოგისტიკური სექტორი) მოზიდვა და პროექტში ჩართვა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ქართველებს წამებაში ადანაშაულებენ