"თუ საქართველო და ყირიმი გადავყლაპეთ, რუსეთი შემდეგ წითელ ხაზს გადაკვეთს"

ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი თვლის, რომ რუსეთ-საქართველოს ომიდან სამი წლის შემდეგ, ევროპის მხრიდან რუსეთთან ჩვეული ურთიერთობის აღდგენამ ყირიმის ანექსია გამოიწვია. ამის შესახებ პრეზიდენტმა უკრაინულ მედიასთან ისაუბრა. 

„რუსეთმა მიიღო საფუძველი ეფიქრა, "კი ბატონო, ახლა ისინი ჩვენს წინააღმდეგ რაღაცას ამბობენ, მაგრამ ეს სამი თვის შემდეგ შეწყდება" და მართლაც ასე იყო. საქართველოსთან ომიდან სამი წლის შემდეგ, რუსეთი ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებდა. ევროპაში საკუთარი შეცდომა გავიაზრეთ, გაკვეთილი ვისწავლეთ და აღარ შეგვიძლია თქვა, "კარგი, 2014 წელს არც ისე კარგი რამ მოხდა, მაგრამ მოდით, წინ ვიაროთ". თუ ჩვენ გადავყლაპეთ საქართველო, ყირიმი, იქნება შემდეგი წითელი ხაზი, რომელსაც რუსეთი გადაკვეთს“, – განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა.

ესტონეთის პრეზიდენტი თვლის, რომ რუსეთის სანქციების შესამსუბუქებლად ამ ეტაპზე საფუძველი არ არსებობს: 

"მოხდა უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების გაცვლა, მაგრამ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია, წინ კიდევ დიდი გზაა. ყირიმი ამ დრომდე ოკუპირებულია. ომი გრძელდება“.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ფილმი „შინდისი“ ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან პრის მფლობელია