რამდენი და რა კატეგორიის დანაშაულისთვის მსჯავრდებულები შეიწყალა ზურაბიშვილმა ცხრა თვის განმავლობაში

"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეწყალების პრაქტიკაზე სტატისტიკას აქვეყნებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, პრეზიდენტს გასული 9 თვის განმავლობაში, შეწყალებაზე განცხადებით სულ 4468 პირმა მიმართა, საიდანაც პრეზიდენტმა შეწყალების გადაწყვეტილება 91 მსჯავრდებულზე მიიღო მიიღო. აქედან 60 - ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა, თაღლითობა, მითვისებაზე, 3 მკვლელობაზე, 3 ქრთამის აღება-მიცემაზე და სხვა


"ყველა შემთხვევაში, შეწყალების გადაწყვეტილება შეწყალების კომისიის გვერდის ავლით, პრეზიდენტის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით მოხდა," - აღნიშნავს EMC განცხადებაში.

EMC-ში აცხადებენ, რომ სრულად იზიარებენ საზოგადოების კრიტიკას პრეზიდენტის შეწყალების პრაქტიკაზე  - ერთპიროვნულად, შეწყალების კომისიის დათხოვნისა და განსაზღვრული პროცედურის არარსებობის პირობებში.

"ამავდროულად, უმნიშვნელოვანესია, შეწყალების კომისიის უმოკლეს ვადაში ფორმირება, მაღალი საზოგადოებრივი ნდობით აღჭურვილი პირებით და შეწყალების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას პროცესის გამჭვირვალედ წარმართვა.

პრეზიდენტის მიერ შეწყალების დისკრეციული უფლებამოსილების ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გამოყენების შემდგომ, საზოგადოებაში გაჩენილი კრიტიკის პასუხად, შეწყალების უფლებამოსილებაზე გაურკვეველი ვადით მორატორიუმის გამოცხადებით, ზიანი ადგება პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ იმ მსჯავრდებულებს, რომელთათვის, ხშირად, შეწყალების მექანიზმი სამართლიანობის მიღწევის უკანასკნელი შესაძლებლობაა,"- აცხადებენ ორგანიზაციაში.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია განხორციელდა