რომელი ქუჩები დარჩება 19 სექტემბერს უშუქოდ

19 სექტემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.

დიდუბის რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხოშარაულის, აგლაძის, შალვა გოგიძის, ნოდარ ბოხუას და ჩაჩავას ქუჩების მაცხოვრებლებს.

10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბელიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის II მიკრორაიონის, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის, ცოტნე დადიანის, გიორგი სააკაძის, გურამ ქუთათელაძის, დომენტი ჟღენტის, ჩარგლის და ჩარხის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფანასკერტელ ციციშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ვახუშტის ხიდის მიმდებარე ტერიტორიის, ქვემო ვეძისის დასახლების, ანაგის, გაგარინის, ილია ოდიშელიძის, იმედაშვილის, ვაზისუბნის, გაბრიელ ისაკაძის, ელისაბედ ჩერქეზიშვილის, ლვოვის, ონიაშვილის, გოთუას, სახოკიას, ყუშიტაშვილის, არდაზიანის, გამსახურდიას, შარტავას, ოჩამჩირის, კანდელაკის, ვიტალი დარასელიას, ზოვრეთის, ოდესის, სოკრატ არშბას, კოსტავას, მგალობლიშვილის და ზემო ვეძისის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გმირ კურსანტთა, დავით სარაჯიშვილის და ქერჩის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იუმაშევის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფალიაშვილის და შატბერაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მთაწმინდის, ბესიკის, ყიფიანის, კოტე მესხის, ვეძინის და ჭონქაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ილია მეორე: "მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკის ხელისუფლებას"