საქართველოში კიდევ ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უქმდება

საქართველოში კიდევ ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უქმდება. ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 11 სექტემბრის განკარგულებაშია აღნიშნული. საუბარია შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „სოლვაზე“.

განკარგულების თანახმად, გაუქმდა მისი როგორც მისო-ს რეგისტრაცია და დაიწყო ორგანიზაციის ლიკვიდაციის პროცესი.

„ეს განკარგულება გამოცემიდან 10-დღიან ვადაში უნდა გამოქვეყნდეს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის მისი გაცნობისთანავე,“ - აღნიშნულია განკარგულებაში.

ცნობისთვის: „სოლვას“ 51%-იან წილს შპს „აი დი ეფ ჯორჯია“, 49%-იან წილს კი კვიპროსში რეგისტრირებული „აიდიეფ ჰოლდინგ ლტდ“ ფლობს. თავის მხრივ, „აი დი ეფ ჯორჯიას“ 100%-იანი წილის მფლობელი ასევე - „აიდეფ ჰოლდინგ ლტდ“-ია.

Solva.ge საერთაშორისო სწრაფად მზარდი ჰოლდინგის, ID Finance-ის წევრი კომპანიაა. ID Finance გასცემს სწრაფმა სესხებმა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ესპანეთში, რუსეთში, პოლონეთში, ბელორუსში, ყაზახეთსა და ბრაზილიაში.

2019 წლის იანვრის მდგომარეობით, ქვეყანაში 65 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იყო რეგისტრირებული, თებერვლის მონაცემებით - 63; მარტ-აპრილში - 61; მაისში კი – 58; ივნისში ქვეყანაში უკვე 56 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იყო რეგისტრირებული, ივლისში - 55; ხოლო 18 სექტემბრის მდგომარეობით მათი რიცხვი 52-ს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ წლიურად მიკროსაფინანსო ორგანიზაციათა რაოდენობა უკვე 18-ით არის შემცირებული. კერძოდ, გასული წლის სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში 70 მისო იყო რეგისტრირებული.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბაკურციხე-წნორის გზის მშენებლობას ADB დააფინანსებს