NDI - ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 20% ხმას "ქართულ ოცნებას" მისცემდა, 9% – "ნაციონალურ მოძრაობას"

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ 19 სექტემბერს გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, “ქართულ ოცნებას” მხარს მოსახლეობის 20% დაუჭერდა, "ნაციონალურ მოძრაობას" – 9%, "ევროპულ საქართველოს" – 4%, "პატრიოტთა ალიანსს" – 4%. 

გამოკითხულთა 26% ამბობს, რომ არ იცის, ვის მისცემდა ხმას, 19% ხმას არც ერთ პარტიას არ მისცემდა. რესპონდენტთა 9%–მა კი პასუხზე უარი განაცხადა. 

ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მასში მონაწილეობას გამოკითხულტა 59% მიიღებდა. ამ ადამიანების (ვინც არჩევნებში მონაწილეობას აპირებს), 52%-ს არ აქვს გადაწყვეტილი, ვის მისცემს ხმას, 46%-ს კი ეს უკვე გადაწყვეტილი აქვს.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილება შეადგენს +/- 2-3 პროცენტს. „ენდიაის“ კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ილია მეორე: "მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკის ხელისუფლებას"