NDI: რესპონდენტთა უმეტესობის აზრით, 20 ივნისის აქციის აქციის დაშლისას გადამეტებული ძალა გამოიყენეს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 68 % მიიჩნევს, რომ 20 ივნისის საპროტესტო აქციის დაშლისას ხელისუფლებამ გადამეტებული ძალა გამოიყენა, 22 % კი ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ აქციის დასაშლელად სათანადო ძალა გამოიყენა.

ამასთან, კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 43%ფიქრობს, რომ ივნისის აქციის მოვლენებზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, 14 % მიიჩნევს, რომ მოვლენებზე ყველა ერთნაირად არის პასუხისმგებელი. გამოკითხულთა 9% გიორგი გახარიას პასუხისმგებლობას ხედავს, ხოლო 8% მიიჩნევს, რომ 20 ივნისის მოვლენებზე „ნაციონალური მოძრაობაა“ პასუხისმგებელი.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილება შეადგენს +/- 2-3 პროცენტს. „ენდიაის“ კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ილია მეორე: "მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკის ხელისუფლებას"