NDI: ინსტიტუტებს შორის, ყველაზე კარგად ეკლესიას და იუსტიციის სახლების საქმიანობას აფასებენ

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგების მიხედვით,  ინსტიტუტებს შორის, გამოკითხულთა უმეტესობა ყველაზე კარგად ეკლესიის და იუსტიციის სახლების საქმიანობას აფასებს. მართლმადიდებელ ეკლესიას კარგად 74% აფასებს, ხოლო იუსტიციის სახლებს - 57%. მას მოსდევს ჯარი 53%-ით და პოლიცია - 42%-ით.

საქართველოს პარლამენტის "კარგად" გამოკითხულთა მხოლოდ 8% აფასებს. ეს ინსტიტუტების დადებით შეფასებას შორის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილებაა 1.7%. კვლევები ფინანსდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის მხარდაჭერით. საველე სამუშაოები ჩაატარა CRRC–საქართველომ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
სუს–ის ხელმძღვანელი რეგიონში არსებულ ვითარებაზე ნატო–ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს ესაუბრა