NDI - გამოკითხულტა უმეტესობა გახარიას გადადგომის მოთხოვნას ეთანხმება

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგების მიხედვით, რესპონდენტთა უმეტესობა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნას ეთანხმება. 

კვლევის შედეგების მიხედვით, რესპონდენტთა 46% ამბობს, რომ ეთანხმება გახარიას გადადგომის მოთხოვნას, 39% კი ამბობს, რომ არ ეთანხმება; პასუხზე უარს 1% აცხადებს, 14% კი ამბობს, რომ არ იცის.

NDI-ს კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილებაა 1.7%. კვლევები ფინანსდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის მხარდაჭერით. საველე სამუშაოები ჩაატარა CRRC–საქართველომ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ფილმი „შინდისი“ ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან პრის მფლობელია