NDI - მოსახლეობის 77%-სთვის ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება მისაღებია

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 77% ამბობს, რომ მისთვის მისაღებია საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, გახდეს ევროკავშირის წევრი. 

მოსახლეობის 13%-ისთვის ეს მიუღებელია, ხოლო 10%-ს ამბობს, რომ არ იცის. 

კონკრეტულად თბილისში ეს მაჩვენებელი არ იცვლება, ხოლო დიდ ქალაქებში 78%-ია მათი რიცხვი, ვინც ამბობს, რომ ევროკავშირის წევრობა მისაღებია. შესაბამისად, 12% ამბობს, რომ მათთვის მიუღებელია. 

პატარა ქალაქებში ეს მაჩვენებელი შემდეგნაირია: 80% ამბობს, რომ მისთვის მისაღებია, 10%-ისთვის მიუღებელია, კიდევ 10%-ს კი პასუხი არ აქვს. 

ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ევროკავშირის წევრობის სურვილისა სოფლებში დაფიქსირდა, სადაც 82% ამბობს, რომ მათთვის ევროკავშირის წევრობის მიზანი მისაღებია. 12% ამბობს, რომ მათთვის მიუღებელია, ხოლო 6%-მა არ იცის. 

ეთნიკურად სომხურ მოსახლეობაში ეს რიცხვი 68%-ია (მიუღებელია - 17%), ხოლო აზერბაიჯანულ მოსახლეობაში - 54% (მიუღებელია - 14%). 

იმ 77%-დან, ვინც ამბობს, რომ მათთვის ეს მიზანი მისაღებია, 73%-ისთვის სრულად მისაღებია, ხოლო 26%-ისთვის ნაწილობრივ. 

ხოლო, იმ 13%-დან, ვინც ამბობს, რომ მისთვის ევროკავშირში გაწევრიანება მიუღებელია, 53%-ისთვის სრულად მიუღებელია, 40%-ისთვის კი - ნაწილობრივ. 

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა NDI კვლევა წარმომადგენლობითი შერჩევის წესით, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაატარა, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა.

საველე სამუშაოები 28 მარტიდან 15 აპრილამდე პერიოდში ჩატარდა ჩატარდა. სულ გამოიკითხა 2 927 ადამიანი. ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2.3%-ია (თუმცა, რიგ კითხვებზე, შესაძლოა, ეს მაჩვენებელი შეიცვალოს)

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp