ბილაინი რეგიონის უმნიშვნელოვანესი რეკლამის ფესტივალის Ad Black Sea -ს პარტნიორია

საერთაშორისო ჯგუფ „ვიონი“-ს წევრი ბილაინი Ad Black Sea 2019 -ის პარტნიორია. რეკლამის საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც უკვე მეხუთე წელია ტარდება, დღეს იღებს სტარტს ბათუმში და 21 სექტემბრამდე გრძელდება. Ad Black Sea 2019 -ის ფარგლებში ბილაინი, ფესტივალის მონაწილეებისთვის ჩანახატების კონკურსს ატარებს, რომლის გამარჯვებულებიც დაჯილდოების ცერმონიაზე, 21 სექტემბერს დასახელდებიან.

Ad Black Sea -ს ტრადიციულად ესწრებიან ქართული და საერთაშორისო კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენლები. წელს დამსწრეთა რიცხვი რეკორდულია - 800 მეტი დელეგატი, 17 სხვადასხვა ქვეყნიდან. ფესტივალზე წარმოდგენილია როგორც საკონკურსო, ისე საგანმანათლებლო და „ნეთვორქინგის“ ნაწილი. საკონკურსო განაცხადებს რეკლამის სფეროში მოღვაწე მსოფლიო დონის პროფესიონალებისგან შემდგარი ჟიური შეაფასებს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ილია მეორე: "მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკის ხელისუფლებას"