"თუ ვერ მივიღებთ პასუხებს, რატომ მიიღო პრეზიდენტმა რიგ პირთა შეწყალების გადაწყვეტილება, გამოძიება უნდა დაიტერესდეს რა მოხდა რეალურად"

საქართველოს სახალხოს დამცველის განცხადებით, თუ ვერ მივიღებთ პასუხებს, რატომ მიიღო პრეზიდენტმა რიგ პირთა შეწყალების გადაწყვეტილება, გამოძიება უნდა დაიტერესდეს რა მოხდა რეალურად.

"ჩვენ ამ დრომდე ვერ მივიღეთ განმარტება, რის საფუძველზე, ვისი რჩევით თუ რეკომენდაცით მიიღო პრეზიდენტმა გადაწყვეტილება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მე ვფიქრობ, რომ არსებული გარემოებები არის შესასწავლი, ასევე, ვთვლი, რომ ლოგიკური იქნება თუ დაიწყება გამოძიება ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს შეიძლება იყოს როგორც უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების, თუ სავარაუდო კორუფციის თაობაზე. თუმცა თვითონ ფაქტის თაობაზე თუ ჩვენ ვერ მივიღებთ პასუხებს, რატომ მიიღო პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება და განმარტება არ იქნება დეტალურად წარმოდგენილი, ვფიქრობ, გამოძიება უნდა დაიტერესდეს, რა მოხდა რეალურად", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ფილმი „შინდისი“ ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან პრის მფლობელია