საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობით იანვარ-აგვისტოში რუსეთი ლიდერობს

საქართველოში რუსეთიდან საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა ივლისი-აგვისტოში შემცირდა, თუმცა  რვა თვის მონაცემებით, ვიზიტების რაოდენობით ლიდერობას სწორედ რუსეთი ინარჩუნებს. ამ ქვეყნიდან ვიზიტების ზრდა, 2018 წლის იანვარ-აგვისტოსთან შედარებით, 14.6 %–ს შეადგენს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, აგვისტოში რუსეთიდან 207 899 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 8.5 %–ით ნაკლებია. რუსეთიდან ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 148 298 შეადგინა (კლება 17 პროცენტი).

ივლისში კი რუსეთიდან საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა 159 063 იყო, რაც 2018 წლის ივლისზე 6.4 %–ით ნაკლებია.

2019 წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში საქართველოში 6 320 516 საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტი შედგა, რაც წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.2 %–ით მეტია.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რა საფრთხეს ელის საქართველო სირიიდან – სუს–ის უფროსის ანალიზი