ქუთაისში სამეცნიერო პიკნიკი გაიმართა

19 სექტემბერს, ქუთაისის ცენტრალურ ბაღში, საქართველოს განათლების,  მეცნიერების, კულტურის და სპორტის  სამინისტროს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და  ქუთაისის მერიის ორგანიზებით სამეცნიერო პიკნიკი გაიმართა,  რომელიც  ,,მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი 2019"-ის ფარგლებში ჩატარდა.

საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს  და ფესტივალის მიზნებზე ისაუბრეს  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა  დირექტორმა ზვიად გაბისონიამ,  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამმართველოს უფროსმა ზაზა მარუაშვილმა, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა,  როლანდ კოპალიანმა,    იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა  ზვიად შალამბერიძემ,  ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი  ჭიღვარიამ,  საქართველოს პარლამენტის წევრმა გენადი მარგველაშვილი. 

სამეცნიერო პიკნიკზე წარმოდგენილი იყო საინტერესო ექსპერიმენტები, ინტერაქციული გამოფენები, დეფილე, გაიმართა ზვიად ციკოლიას ლექცია - „გზა წარმატებისკენ“. ღონისძიება  დასრულდა გრანდიოზული კონცერტით.  

„მეცნიერებისა და ინოვაციების   ფესტივალი – 2019“  16 სექტემბერს თბილისში გაიხსნა და  30 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ფესტივალის ფარგლებში  მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა  სამეცნიერო და შემეცნებითი აქტივობა, 300-ზე მეტი ღონისძიება ჩატარდება.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბათუმის ნავსადგურში ამერიკული სამხედრო გემი შევიდა