ქუთაისში ინოვაციების ფესტივალზე კოლბა აფეთქდა – დაშავებულია 5 მოსწავლე

ქუთაისში, ცენტრალურ ბაღში ინოვაციებისა და მეცნიერებათა ფესტივალზე, რომელშიც სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, ერთ-ერთი ქიმიური ცდის დროს კოლბა აფეთქდა, – იუწყება  მეგა TV.

ინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდარის შედეგად 5 მოსწავლე დაშავდა. მოსწავლეებს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბაკურციხე-წნორის გზის მშენებლობას ADB დააფინანსებს