ბავშვთა პორნოგრაფია და ტრეფიკი - საქმის ახალი დეტალები ხდება ცნობილი

არასრულწლოვნების პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის საქმეზე  ახალი დეტალები გახდა ცნობილი. კერძოდ, სპეცოპერაციები თბილისის პარალელურად გორსა და ლანჩხუთში ჩატარდა. დაკავებულთაგან სამი ერთი ოჯახის წევრია: დები და ერთ-ერთი დის მეუღლე. დაკავებულთა შორისაა მათი თანასოფლელი ქალი. ოთხივე მათგანი გორის რაიონის სოფელ ზეღდულეთის მკვიდრია. სწორედ ამავე სოფელში ასწავლიდა გარკვეული დროის განმავლობაში ამერიკის მოქალაქე, რომელიც ამ დროისთვის დაკავებულია. 

როგორც დაკავებული ქუთარიშვილების ოჯახის უფროსი ჰყვება, მან იცოდა, რომ მის შვილიშვილებს - 11 და 9 წლის ასაკის მოზარდებს  ფოტოებს უღებდნენ, თუმცა პორნოგრაფიას გამორიცხავს. 

ამას ჩემი შვილი არ დაუშვებდა“,- ამბობს ბაბუა,თუმცა აღნიშნავს იმასაც, რომ ფოტოები თავად მას არ უნახავს. 

ადგილობრივების განცხადებით, აშშ-ის მოქალაქე ზეღდულეთის სკოლაში 2011 წელს ასწავლიდა ინგლისურს, თუცა2016 წლამდე ცხოვრობდა გორში, შემდეგ იქირავა გარკვეული ფართი, მოაწყო ფოტოსტუდია და თავად ის ფაქტი, რომ ფოტო-გადაღბები მიმდინარეობდა, მათ შორი მოზარდებისაც, ეს უცხო არავისთვის ყოფილა და ამის შესახებ იცოდნენ მშობლებმაც. მას ადგილობრივები დადებითად ახასიათებენ. 

დაკავებულთა სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. 

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვანების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი დააკავა, მათგან ორი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, ხოლო 9 - საქართველოსი.  დაკავებულთა შორის არიან პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადებაში ჩაბმული არასრულწლოვანი ბავშვების მშობლები, მათი ნათესავები და ახლობლები, ასევე, უკანონო ფოტოსალონის მფლობელები და თანამშრომლები.


ოპერაციაში ჩართული იყო ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი, გენერალური პროკურატურა, ევროპოლი, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ავსტრალიის სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლები.

გამოძიების ვერსიით, დაკავებულ აშშ-ის და ავსტრალიის მოქალაქეებს, თბილისში, ნაქირავებ ბინებში კონსპირაციულად მოწყობილი ჰქონდათ ფოტოსალონები და უცხოეთში რეალიზაციის მიზნით არასრულწლოვნების გამოსახულების შემცველ პორნოგრაფიულ ნაწარმოებს ამზადებდნენ, რაშიც მათ ქართველი თანამზრახველები ეხმარებოდნენ. ბრალდებულებს დანაშაულებრივ საქმიანობაში, მშობლების თანხმობით, ჩაბმული ჰყავდათ 8-დან 14 წლამდე ასაკის 10-მდე არასრულწლოვანი გოგონა. დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორები მოზარდების მშობლებს ფოტოების გადაღების სანაცვლოდ 500-დან 3000 ლარამდე თანხას უხდიდნენ. ანგარიშსწორება ხორციელდებოდა ხელზე ან საბანკო ტრანზაქციის გზით. გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ აშშ-ს მოქალაქე კ.უ. დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხის განაღდებას თბილისში არსებულ სხვადასხვა სავაჭრო ცენტრში განთავსებული კრიპტომატებიდან ახდენდა. პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე უკანონო ფოტოსალონებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო: ძვირადღირებული ფოტოაპარატები, განათების საშუალებები, რეკვიზიტები და კომპიუტერული ტექნიკა.

ასევე, ამოღებულია კომპიუტერულ ტექნიკაში, დისკებსა და ფოტოაპარატებში მოთავსებულ მეხსიერების ბარათებზე არსებული არასრულწლოვანთა პორნოგრაფიული ფოტო და ვიდეომასალები. დაზარალებული არასრულწლოვნების უფლებების დაცვის მიზნით, ტარდება შესაბამისი ფსიქო-სოციალური ღონისძიებები. გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ის 255-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 143 პრიმა-2 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღებას, ასევე, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ორი ან მეტი არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ ტრეფიკინგს გულისხმობს.

„საერთაშორისო დონეზე კოორდინირებული, რამდენიმე ქვეყნის ჩართულობით განხორციელებული ეს სამართალდაცვითი ღონისძიება, უნდა იყოს გაფრთხილება ყველასთვის, ვინც ბავშვებს ზიანს აყენებს, რომ სამართალდამცავი ორგანოები, საერთაშორისო დონეზე, ერთობლივი ძალისხმევით, ყოველთვის შეძლებენ მათ იდენტიფიცირებას, დაკავებას და პასუხისგებაში მიცემას. ამასთან, ამერიკის საემიგრაციო და საბაჟო უწყების (ICE) შიდა უსაფრთხოების საგამოძიებო სამსახური (HSI) ყოველთვის და ყველგან აღასრულებს თავის ვალდებულებას, რომ დაიცვას ბავშვები მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას იმ ადამიანებისგან, ვინც ბოროტად სარგებლობს ბავშვთა უმწეობით”, - აცხადებენ შსს-ს ცნობით, აშშ-ის საელჩოში. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ილია მეორე: "მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკის ხელისუფლებას"