გურჯაანში არასრულწლოვანი დაჭრეს

ქალაქ გურჯაანში, ერთ-ერთ ქუჩაზე არასრულწლოვანი დაჭრეს. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა.

15 წლის მოზარდს ჭრილობა ცივი იარაღით მუცლის არეში ჰქონდა მიყენებული. დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გურჯაანის „ჯეო-ჰოსპიტალის“ კლინიკაში გადაიყვანა, სადაც გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.

გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა დალი მინდიაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, რომ არასრულწლოვანი ამჟამად არც ერთი სკოლის მოსწავლე არ არის.

„მას დაუფიქსირდა 90 სასწავლო საათი გაცდენა და მიმდინარე წლის თებერვლიდან შეჩერებული აქვს მოსწავლის სტატუსი. თუმცა, მანამდე არასდროს გამხდარა მისი საქციელი განსჯის საგანი“, – განაცხადა დალი მინდიაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. მათივე ინფორმაციით, დამნაშავის დასაკავებლად მიმდინარეობს საგამოძიებო-სამძებრო ღონისძიებები.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
„ლელოს“ პირველი 12 წევრის ვინაობა ცნობილია