საბანკო რეგულაციები – რა სახის ცვლილებებს გეგმავს ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის არჩილ მესტვირიშვილის განცხადებით, ეროვნული ბანკი საბანკო რეგულაციების გადახედვაზე მუშაობს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რეგულაციები შერბილდება ან პრინციპები შეიცვლება, მოსალოდნელია, რომ უფრო მოქნილი გახდეს.


„რაც შეეხება რეგულაციებს, ეს ცოცხალი დოკუმენტია და მუდმივად ხდება შეფასება, თუ რამდენად კარგად მუშაობს და ხომ არ სჭირდება გადახედვა. რაც შეეხება გადახედვის პრინციპებს, ჩვენ ამაზე ვმუშაობთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პრინციპები შეიცვლება. ჩვენ საუბარი გვაქვს გამარტივებაზე და არა შერბილებაზე. კერძო სექტორიდან გვაქვს ინფორმაცია, თუ როგორ მუშაობს ეს რეგულაციები პრაქტიკაში. ასევე, ჩვენს ვებგვერდზე ამ რეგულაციებს მოჰყვება რამდენიმეგვერდიანი კითხვა-პასუხი, რადგან კონკრეტული მუხლების მიმართ გარკვეული კითხვები გაჩნდა. ამიტომ ჩვენი რეგულაციების განახლების შემდეგი რაუნდი იქნება ამ კითხვების პრინციპების დონეზე გადმოტანა დოკუმენტში. დოკუმენტი, რომელიც წესებზე იყო დაფუძნებული, გვინდა, პრინციპებზე დაფუძნებულ დოკუმენტად გარდავქმნათ. ჯამურად ეს გამარტივების მიმართულებაა, მაგრამ ამას შერბილებას ნუ დავარქმევთ. შეიძლება, რაღაც მომენტში შერბილდეს, რაღაც მომენტში გამკაცრდეს, მაგრამ მთლიანობაში ეს გამარტივდება, უფრო მოქნილი გახდება და ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ამ რეგულირების პირობებში მეტი ლავირების საშუალება მიეცემათ“, – განაცხადა მესტვირიშვილმა პირველი არხის ეთერში.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რა საფრთხეს ელის საქართველო სირიიდან – სუს–ის უფროსის ანალიზი