რომელი ქუჩები დარჩება 20 სექტემბერს უშუქოდ

 20 სექტემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმიურ-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.

სამგორის რაიონი

10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო "სამგორი"-ს მიმდებარე ტერიტორიის, კახეთის გზატკეცილის, სადგური ლილოს, ლილოს დასახლების, სოფელი დიდი ლილოს, ვიქტორ კუპრაძის, ღლონტის და ჯავახეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იუმაშევის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის, ჩარგლის, გუდამაყრის, გარიყულის, თიანეთის, ბარამიძის, სიხარულიძის, გამყრელიძის, ქუთათელაძის, ჟღენტის და ჩარხის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სააკაძის მოედნის, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, გიორგი სააკაძის დაღმართის, ოჟიოს, ვახუშტი ბაგრატიონის, გაგარინის, გოთუას და კოსტავას ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III მიკრორაიონის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, ჰაინრიხ კლაპროთის, მარკო პოლოს, კრისტოფერო კასტელის, დავით ბატონიშვილის, ალექსანდრე მაჭავარიანის, არქანჯელო ლამბერტის, ოსკარ შმერლინგის, მეფე მირიანის, პეტრიწის, ფრედერიკ მონპერეს, მაქს ტილკეს, იაკობ რაინეგსის და კრისტიან სტივენის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), თვალჭრელიძის, ჩუბინაშვილის, კარგარეთელის და უზნაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, გლდანის მასივის I, III, IIIა მიკრორაიონების, ნიკო კეცხოველის და ლეო კერესელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გომის, თონეთის, ასკანის, იერუსალიმის, ბეთლემის, ჯვარედინის, ჰოვანეს თუმანიანის და კოტე აფხაზის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მტკვრის მარცხენა სანაპიროს, ბოდბეს, ლუსინიანის და სამასი არაგველის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანი-დიღომის შემაერთებელი გზის, დიღმის სასწავლო მეურნეობის და ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირის მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ილია მეორე: "მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკის ხელისუფლებას"