მიგრანტების რაოდენობა 51 მილიონით გაიზარდა

2010 წლის შემდეგ მიგრანტების რაოდეობა 51 მილიონით გაიზარდა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ უცხოური გამოცემები გაერო–ს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებენ.

ორგანიზაციის ეკონომიკური და სოციალური საკითხების დეპარტამენტის დაკსვნის მიხედვით, ამ ეტაპისთვის მსოფლიოს მასშტაბით მიგრანტთა რაოდენობა 272 მილიონს შეადგენს, მათი უმეტესობა კი ევროპაში ცხოვრობს.

"ამჟამად, საერთაშორისო მიგრანტები შეადგენენ მსოფლიოს მოსახლეობის 3.5%-ს, 2000 წელს კი ეს მაჩვენებელი 2.8% იყო", - ნათქვამია გაერო-ს ეკონომიკური და სოციალური საკითხების განყოფილების მოხსენებაში.

ორგანიზაციის თანახმად, მიგრანტთა უმეტესი ნაწილი (82 მილიონი) ევროპაში ცხოვრობს, ხოლო ჩრდილოეთ ამერიკაში 59 მილიონი მიგრანტია, ჩრდილოეთ აფრიკასა და დასავლეთ აზიაში კი მთლიანობაში 29 მილიონი მიგრანტი ფიქსირდება.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ფილმი „შინდისი“ ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან პრის მფლობელია