ოსური ფილმი სერბეთის საერთაშორისო ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას
Posted on
, კონფლიქტები
ოსურ გადამღებ ჯგუფ «Зона-Икс ТВ»–ის მიერ გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმი «Домовой» სერბეთის ფანტასტიკური კინოს მეცამეტე საერთაშორისო ფესტივალზე იქნება წარმოდგენილი, – იუწყება ოსური მედია.
ღონისძიება 17–დან 20 ოქტომბრამდეა დაგეგმილი. როგორც ფილმის რეჟისორი სპარტაკ ლაგკუევი აცხადებს, 2018 წელს გადაღებული ფილმი ონლაინ–კინოთეატრებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა და გარდა ამისა, ნაჩვენები იყო ინგლისურ პლატფორმებზე ლონდონსა და ამერიკაში.