ნაცუ ბაშოს მეცხრე დღეს ტოჩინოშინს ტექნიკური მოგება ჩაეთვალა

ნაცუ ბაშოს მეცხრე დღეს ქართველ სუმოისტ ლევან გორგაძეს (ტოჩინოშინი) ტექნიკური მოგება ჩაეთვალა. ის დღეს ოძეკი ტაკაკეიშოს უნდა შეხვედროდა, თუმცა მეტოქემ ბრძოლაზე უარი ტრავმის გამო განაცხადა.

ბოლო მონაცემებით, ტოჩინოშინის ბალანსი 8/1 გახდა. ხვალ ტოჩინოშინი კომოსუბი მიტაკეუმის შეხვდება. 

ნაცუ ბაშოზე ტოჩის სულ 15 ბრძოლის ჩატარება მოუწევს, შესაბამისად დარჩენილი 6 დაპირისპირებიდან მხოლოდ 3 მოგებაც საკმარისია.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp