შეწყალებული დევაძის ადვოკატი: "პრეზიდენტმა იცოდა, რას აწერდა ხელს"

პრეზიდენტის მიერ შეწყალებული პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულ რამაზ დევაძის ადვოკატი თეონა ქორიძე აცხადებს, რომ მას პირადად ჰქონდა პრეზიდენტთან "შეხება" და სალომე ზურაბიშვილმა "იცოდა, რას აწერდა ხელს". კერძოდ ადვოკატის თქმით, მ განაცხადა.

მან პრეზიდენტს განუმარტა, რომ "მომხდარი შემთხვევითობა იყო და არა განზრახ მკვლელობა".

"ეს იყო გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა, შემთხვევითობა: დევაძე პოლიციელსა და ერთ პირს შორის გაშველების მიზნით ჩაერთო საქმეში, რაც ვიდეომტკიცებულებებში კარგად ჩანს. სხვათა შორის, ვიდეოში ისიც გამოჩნდა, რომ მის წინააღმდეგ გამოყენებული მოწმეები შემთხვევის ადგილზე არც იმყოფებოდნენ. პრეზიდენტის ეს აქტი იყო მართლმსაჯულების აღსრულება. მე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, პრეზიდენტთან მქონდა შეხება, მან იცოდა რას აწერდა ხელს“, – ამბობს ადვოკატი.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულისთვის მკვლელობისთვის მსჯავრდებული სამი პირი და ერთი ძებნილი შეიწყალა. ოპოზიცია აქტში კორუფციის ნიშნებს ხედავს და გამოძიებას ითხოვს. დღეს ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ გამოძიება უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით დაიწყო. 

რაც შეეხება "მართლმსაჯულების აღსრულებას", რაზეც დევაძის ადვოკატი საუბრობდა, სალომე ზურაბიშვილმა ჯერ კიდევ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ შეწყალების აქტი მართლმსაჯულების ხარვეზების გასწორებას კი არ ემსახურება, არამედ ჰუმანური აქტია. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რა საფრთხეს ელის საქართველო სირიიდან – სუს–ის უფროსის ანალიზი